FIFA-ს ახალი დარტყმის დეტალები

FIFA-ს ახალი დარტყმის დეტალები

ფიფას სანქცია ლა მასიასთან მიმართებაში "ბარსელონას" ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის. გთავაზობთ თარგმანს, იმ აბსურდული გადაწყვეტილებისა, რომელმაც საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. 

არსებობს სამი ახალი პუნქტი. პირველი, აგვისტოში ფიფას კონკრეტული მითითების შემდეგ კატალონიური კლუბი იძულებული იყო გაეშვა რამდენიმე ლა მასიის ფეხბურთელი. მოთამაშეებს აკრძალული აქვთ თამაში "ბარსელონაში", თუმცა აგრძელებენ თავის სოციალურ საგანმანათლებლო და სპორტულ განვითარებას, რომელშიც კლუბი ეხმარებათ მათ. ახლა კი მათ მოუწიათ საერთოდ დაეტოვებინათ ლა მასიის კედლები. მეორე. "ბარსელონას" არ შეუძლია ფეხბურთელების რეგისტრაცია, რომელიც ამ ზაფხულს გაიფორმეს და რომელიც, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წესებით, დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი სექტემბრის შემდეგ - მაშინ როდესაც ფიფას აკრძალვა დასრულდებოდა, ხოლო აკადემიისთვის ოფიციალური სარეგისტრაციო პერიოდი არ არსებობს. ფიფამ გააფართოვა წესი, პროფესიონალური ფეხბურთისთვის, რომელშიც წერია, რომ ფეხბურთელების გაფორმება მხოლოდ ორ სატრანსფერო ფანჯრის დროსაა შესაძლებელი ყოველ წელს. ამ წესმა კლუბს აუკრძალა დაერეგისტრირებინა, ამ ზაფხულს გაფორმებული ფეხბურთელები. ეს ნიშნავს იმას, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე (ესპანეთში 4 იანვარს იხსნება) "ბარსელონა" ვერ შეძლებს ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირებას. ახლა კი ფიფა აცხადებს, რომ ამ ფეხბურთელების ირგვლივ სიტუაციას ახალი ანალიზი სჭირდება, ამიტომ "ბარსელონამ" სასწრაფოდ გადასცა დოკუმენტები და იმედი აქვს რომ მალე დასრულდება გაურკვევლობა. 

"ბარსელონას" ოფისში ისეთი შეგრძნებაა, რომ ფიფა ძალიან ხშირად ცვლის წესებს, და ეს ცვლილებები არსად არ აისახება: ყველა ინსტრუქციას კატალონიის "ბარსელონა" იღებს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, რის შემდეგაც იურიდიული თავდაცვა წარმოუდგენელია. შუა აგვისტოში ფიფამ მოიტხოვა შეხვედრა, იმისთვის, რომ შეემოწმებინა, როგორ იცავს ტრასფერების აკრძალვის რეჟიმს კლუბი და ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ფედერაციის იურიდიულმა დეპარამენტმა სატრანსფერო ბანს ინტერპრეტაცია გაუკეთა და ის გახდა უფრო მკაცრი ვიდრა მანამდე. "რატომ ახლა?" კატალონიელები საკუთარ თავს შეეკითხნენ. "ბარსელონას" არ ესმის რატომ შეცვალეს კრიტერიუმები 8 თვის შემდეგ, რაც სპორტულმა არბიტრაჟულმა სასამართლომ სანქციის კლუბთან მიმართებაში რატიფიცირება მოახდინა. 

ყველაზე მტკივნეული კი ის ფაქტია, რომ მოთამაშეები, რომელებიც ამ სანქციაში მოყვნენ, უნდა დატოვონ ლა მასია. აქ მხოლოდ ფეხბურთის აკრძალვაზე არაა საუბარი, მათ ასევე აუკრძალეს მიიღონ განათლება. კლუბი ძალიან წუხს იმის გამო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მსხვერპლის როლში აღმოჩნდნენ. თუმცა "ბარსელონა" არ იზიარებს ახალ ინტერპრეტაციას და აპირებს თავისი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იბრძოლოს. 

ყველაზე რთული სიტუაციაში კამერულენი ფეხბურთელის პატრის სოუსა მოჰყვა, რომელიც იძულებულია დატოვეოს საფეხბურთო აკადემია 16 წლის ასაკში. განსხვავებით სხვა ბავშვებისა, მისი სიტუაცია შესაძლოა იყოს ძალიან მძიმე, რადგან კამერუნელი ძალიან ღარიბი ოჯახიდანაა და კლუბი მას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობოსებას სთავაზობდა. პატრისი თამაშობდა ბურთით ქუჩაში, როდესაც ის პირველად საფეხბურთო აგენტმა შეამჩნია, რომელიც სამუელ ეტოოს ფონდში მუშაობს და რომელიც საკმაოდ მჭიდროდ მუშაობს ლა მასიასთან. ამ ბიჭის გასაოცარი ნიჭის შემდეგ, აგენტმა მას ჰკითხა, თუ რატომ არაა სკოლაში პატრისმა კი უპასუხა, რომ მის მშობლებს არ შეუძლიათ იგი სკოლაში ასწავლონ. ახლა პატრისი თავისი ყოფილი გუნდელის "ხუვენილ ბ-ში" სახლში ცხოვრობს და ელოდება შესაძლებლობას, რომ ითამაშოს რომელიმე კლუბში. 

"ბარსელონა" დელიკატურ სიტუაციაში იმყოფება - კლუბი ვერ იტყვის უარს ვალდებულებებზე, რომლებიც საკუთარ თავზე აიღო ფეხბურთელების გაფორმების მომენტში. კატალონიური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა მისცეს განათლება 18 წლამდე მიუხედავად იმისა, მწვრთნელს ეს ფეხბურთელი გუნდისთვის მოეწონება თუ არა მომავალში. ახლა კლუბს არ შეუძლია პატრისის მიმართ ვალდებულებები შეასრულობ. კლუბი იმოქმედებს ძალიან ფრთხილად, მაგრამ "ბარსელონაში" დარწმუნებულები არიამ, რომ კომპანია ან დაწესებულება აუცილებლად დაეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მანამ სანამ მიაღწევენ 18 წელს და შეძლებენ ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას. 

6 დანარჩენი ფეხბურთელი, რომელიც ამ სანქციაში მოჰყვა არიან ბენ ლედერმანი (აშშ), ბობი ადეკანიე, ფოდე ფოფანა (ჰოლანდია), ტაკეფუსა კუბო (იაპონია), კაის რუისო (საფრანგეთი) და მატიას ლაკავა (ვენესუელა). ამ ფეხბურთელებმა უკვე დატოვეს  "ბარსელონა" სიტუაცია კორეელ ფეხბურთელთან ჯერ კიდევ არაა გარკვეული და რამდენიმე წყარო იტყობინება, რომ მან უკვე დატოვა კლუბი, ზოგიც კი საპირისპიროს ამტკიცებს. მას 2016 წლის აპრილში შეუსრულდება 18 წელი და უკვე კლუბი შეძლებს მის გაფორმებას, თუმცა აპრილამდე ძალიან დიდი დროა და ის ამ დროის განმავლობაში აკადემიაში განათლებას ვერ მიიღებს. ყველაზე ნათელი ვარსკვლავი ლა მასიაში სეუნ ვუ ლი 6 იანვარმა 18 წლის გახდება და შეძლებს გაიაროს რეგისტრაცია უკვე ნოემბერში. კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტს სეუნ ხო პაიკუს უკვე შეუსრულდა 18 წელი თუმცა უკვე ელოდბიან იანვარს რეგისტრაციის მისაღებად. ბოლო ფეხბურთელი რომელიც იყო ფიფას პირველი გამოძიების მონაწილე არია ფრანგი ფრანცუზ ტეო ჩენდრი. მას უკვე შეუსრულა 16 წელი (რაც საკმარისია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ევროპის ქვეყნის მოქალაქეები არიან) და ის გაფორმებულია და თამაშობს აკრძალვების გარეშე. 

შემთხვევა 11 ბავშვთან, რომლებიც იყვნენ დროებით ჩამოშორებულები და ახლა ელოდებიან გამოძიებას ფიფას მხრიდან - ეს კიდევ ერთი თავის ტკივილია "ბარსელონასთვის". რამდენიმე ფეხბურთელის სიტუაცია ძალიან ნათელია, თუმცა ფიფა მაინც აგრძელებს ამ ფეხბურთელების გამოძიებას. იმან ელ კაბოუ დაიბადა 2 აპრილს მაროკოში. 2 წლის ასაკში ის გადავიდა კალაფელში სადაც მან დაიწყო ფეხბურთის თამაში. 2011 წელს იმადნი გაიფორმა კატალონიურმა კლუბმა. ანსუმანე ფატი, ცნობილი როგორც ანსუ დაიბადა გვინეა ბისაუში, როგორც მისი ძმა ბრაიმა, რომლებიც ხუვენილ ბ-ში თამაშობენ. როდესაც ანსუს შეუსრულდა რამდენიმე თვე მისი ოჯახი გადავიდა სევილიაში, სადაც ანსუს მამამ იშოვა სამსახური. მათ რამდენიმე ესპანურ კლუბში ითამაშეს "ბარსელონამდე". ახლა კი 11-ივე ფეხბურთელი სხვა ესპანურ გუნდებში გადავიდნენ. 

"ბარსელონა" ამ პერიოდში არ აპირებს არაფრის გაკეთებას. ფიფასთან ყველანაირი ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭებულია და ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. კლუბს სურს, რომ ლა მასია გახდეს წესისგან გამონაკლისი, როგორც შესანიშნავი ცენტრი რომელიც აძლევს შანსს და შესანიშნავ ცხოვრებას ისეთ ბავშვებს, როგორიცაა პატრისი. კლუბი იმაზეც თანახმაა, რომ პატრისს მხოლოდ აკადემიური განათლება მისცეს. 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.