ალვესი და გუმბაუ განაცხადში მოხვდნენ

ალვესი და გუმბაუ განაცხადში მოხვდნენ

"ბილბაოსთან" მიღებული ტრავმის შემდეგ, ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო და განაცხადში მოხვდა ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანიელ ალვესი. ეს ალბათ ლუის ენრიკესა და "ბარსელონას გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასიხარულო ინფორმაციაა. ბრაზილიელმა ლა ლიგის პირველ ტურში მიღებული ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ბრაზილიელი, რაფინია ალკანტარა დაკარგა მინიმუმ 6 თვით.

კიდევ ერთი დიდი სიახლე კი განაცხადში ახალგაზრდა გუმბაუს მოხვედრაა, რომელიც, როგორც ვარაუდობდნენ, ესპანელმა სპეციალისტმა დღევანდელ 18-ეულში მოახვედრა.
გუნდს დისკვალიფიკაციის გამო კვლავ ვერ დაეხმარება პიკე, ხოლო ტრავმების გამო დუგლასი, ბრავო, ვერმალენი და რაფინია.
მატჩის განაცხადი: ტერ შტეგენი, მასიპი, ალვეში, ალბა, მაშერანო, ბარტრა, ადრიანო, მატიე, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, გუმბაუ, ინიესტა, მუნირი, სანდრო, სუარესი, მესი, ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.