"სიტი" მესის კვირაში 800 ათას ფუნტს სთავაზობს

"სიტი" მესის კვირაში 800 ათას ფუნტს სთავაზობს

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" არგენტინელი ვარკსვლავის, ლიონელ მესის შეძენაზე ფიქრს არ წვეტს.

The Sun-ის ცნობით, "ქალაქელები" მესის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. ისინი არგენტინელს კვირაში 800 ათას ფუნტს სთავაზობენ, რაც მესის ამჟამინდელ ყოველკვირეულ ანაზღაურებას 300 ათასი ფუნტით აღემატება.

შეგახსენებთ, რომ მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.