ლუის ენრიკე: "ეს "ბარსელონა" არ ჰგავდა იმას, რომელსაც მივეჩვიეთ"

ლუის ენრიკე: "ეს "ბარსელონა" არ ჰგავდა იმას, რომელსაც მივეჩვიეთ"

"ბარსელონას" დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ, "ლევერკუზენთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართული თამაშის (1:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"კარგია, რომ რამდენიმე ფეხბურთელის დასვენების საშუალება მომეცა. თუმცა, გუნდი მაინც ბრძოლისუნარიანი იყო. ეს "ბარსელონა" ცოტათი განსხვავებული იყო იმისგან, რასაც ბოლო თვეებში ვხედავდით. ამის მიუხედავად, მიზანს მივაღწიეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.

ტურნირზე 32 გუნდი იყო, რომელთაგან 16 დარჩა. საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ დიდი დროა.

ტერ შტეგენმა მაღალ დონეზე ითამაშა. ის ძალიან დამაჯერებელი იყო. ეს, მისთვის, სამომავლოდ, დამატებითი სტიმული იქნება.

ტრავმა ყოველთვის ცუდია. არ ვიცით, რამდენი დრო გაუცდება ნეიმარს. გრაფიკი არ არსებობს. ყველაფერი ტრავმაზეა დამოკიდებული. ფეხბურთელი და ექიმები მალე გაარკვევნ, როდის დაუბრუნდება ის ვარჯიშს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    VEPXO
    სტუმარი [?]
    #3 10 დეკემბერი 2015 18:46
    0
    http://jevons1.com/reviews

    აქ ყველა თამაშის მიმოხილვებია
    cinto99
    სტუმარი [?]
    #2 10 დეკემბერი 2015 15:45
    0
    ციტატა: BARNABICHI
    ციტატა: cinto99
    აუ ვინმე შტეგენის სეივები დალინკეთ რა გუშინდელი

    იუტიბში აკრიბე ბარსა ვს ლევერკუსენ ასე10-15 წუტიანი და იქ იქნება

    ხო იქ არ დევს ჯერ რავი wink
    cinto99
    სტუმარი [?]
    #1 10 დეკემბერი 2015 15:38
    0
    აუ ვინმე შტეგენის სეივები დალინკეთ რა გუშინდელი