ენრიკეს ნოლიტო სურს, კლუბი კვლავ უარზეა
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოლიტოს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით სიტუაცია უცვლელია - ლუის ენრიკეს "სელტას" ფეხბურთელი სურს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მის ყიდვას არ აპირებს.
სიახლე არაა, რომ ლუის ენრიკე ნოლიტოს დამატების სურვილს გამოთქვამს. პრობლემას ის ქმნის, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 20 მილიონი ევრო ჯდება და "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზამთარში ამხელა თანხის დახარჯვას არ აპირებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობაში არიან ადამიანები, რომლებიც ლუის ენრიკეს მხარს უჭერენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებების გათვალისწინებით, მწვრთნელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]