"ბარსა" და "არსენალი" ნოლიტოსთვის იბრძოლებენ
კატალონიის "ბარსელონას" და ლონდონის "არსენალს" "სელტა ვიგოს" თავდამსხმელის ნოლიტოს შეძენა სურთ.
როგორც კატალონიური პრესა იტყობინება ნოლიტოსთვის ბრძოლაში "არსენალიც" ჩაერთო. ინგლისური კლუბი ფეხბურთელში 18 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. "ბარსელონას" კი სურს 20 მილიონად შეიძინოს ფეხბურთელი და სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "სელტა ვიგოში" დარჩეს. "ბარსელონას" წელს არ შეუძლია ბევრი თანხის დახარჯვა, ამიტომ იმედოვნებენ, რომ საბოლოო ხელშეკრულებას ხელი ზაფხულში მოეწერება.
ასევე "ბარსელონა" მუშაობს იმაზე, რომ "ვილიარეალიდან" დენის სუარესი დაიბრუნონ. ლუის ენრიკე არჩევანს ნოლიტოზე აკეთებს, მაგრამ დენის სუარესის ტრანსფერსაც მწვავე აუნთო. პრესაში ვარაუდობენ, რომ ორიდან ერთი ფეხბურთელი იანვარშივე დაბრუნდება "ბარსელონაში".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]