მესი და სუარესი განაცხადში ვერ მოხვდნენ
ლუის ენრიკემ "ბილბაოსთან" დღეს გასამართი თამაშის განაცხადი დაასახელა და დადასტურდა, რომ "ბარსელონა" მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. განაცხადში ვერ მოხვდა ლეო მესი, რომელსაც მცირე დაზიანება აქვს. ტრავმირებულები არიან ხორდი ალბა და ჟერემი მატიე, რაც გუნდს დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემას შეუქმნის. დიდი ხანია ტრავმა აწუხებს რაფინია ალკანტარასაც. რაც შეეხება ლუის სუარესს - "ბარსელონას" მისი დისკვალიფიკაცია გასაჩივრებული აქვს, მაგრამ ურუგვაელი განაცხადში მაინც ვერ მოხვდა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა კლაუდიო ბრავოც დარჩა.
"ბილბაოსთან" მატჩის განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, მასიპი, ვიდალი, დუგლასი, ალვესი, პიკე, ბარტრა, მასკერანო, ვერმალენი, ადრიანო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ს. რობერტო, ინიესტა, თურანი, მუნირი, სანდრო, ნეიმარი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 42 ]