ნეიმარმა სასამართლოს ჩვენება მისცა
"ბარსელონას" ბრაზილიელ თავდამსხმელმა, ნეიმარმა, "სანტოსიდან" კატალონიურ გუნდში მის გადასვლასთან დაკავშირებით, ესპანეთის სასამართლოს ჩვენება მისცა.
სასამართლო პროცესი გუშინ, მადრიდში გაიმართა. ნეიმარი ესპანეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით გადაფრინდა. ბრაზილიელის დაკითხვა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის ბარსელონაში დაბრუნდა.
ესპანეთის სასამართლო ნეიმარის "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადასვლის საკითხს იძიებს. საინვესტიციო ფონდი DIS ირწმუნება, რომ კატალონიურმა კლუბმა და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ ორგანიზაციას თანხები დაუმალა. საქმე ისაა, რომ DIS-ს ტრანსფერის 40% უნდა მიეღო, არადა მხოლოდ 17.1 მილიონი ევრო მიიღო მაშინ, როდესაც "ბარსამ" ნეიმარში 83.3 მილიონი ევრო გადაიხადა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]