აგენტი: "არდა ჩინეთში წასვლას არ აპირებს"
თურქი ფეხბურთელის წარმომადგენელი პრესაში გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება.
თურანის აგენტის განცხადებით, ჩინური "ბეიცზინ გუოანისგან" მათ შემოთავაზება არ მიუღიათ, რომლის მიხედვითაც 29 წლის ნახევარმცველი ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
"ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არდას წინადადება არ მიუღია. ის კატალონიის დედაქალაქის დატოვებას არც ახლა და არც ზაფხულში აპირებს", - განაცხადა აგენტმა აჰმეტ ბულუტმა.
შეგახსენებთ, თურანი "ბარსელონამ" 2015 წლის ზაფხულში, მადრიდის "ატლეტიკოდან", 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ფიფას მიერ "ბლაუგრანაზე" დაწესებული სანქციის გამო, მისი დებიუტი მხოლოდ იანვარში შედგა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]