აგენტი: "თურანი "ბარსელონაში" ბედნიერია"
თურქი ფეხბურთელის წარმომადგენელი აჰმეტ ბულუტი თავისი კლიენტის გარშემო გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, არდა თურანი "ბარსელონას" შემადგენლობას 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ფიფას მიერ დაკისრებული სანქციის გამო, თამაშის უფლება 2016 წლის იანვრამდე არ ჰქონდა. მას შემდეგ მან 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავის გამოჩენა კი ორი გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით შეძლო.
როგორც Marca-მ რამდენიმე დღის წინ დაწერა, კატალონიელები არდას გასაშვებად მზად არიან. მისი შეძენით ლონდონის "არსენალი", დორტმუნდის "ბორუსია" და "ფენერბაჰჩეა" დაინტერესებული.
თუმცა, თურანის აგენტის განცხადებით, არდა ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს:
"თურანის მიმართ ინტერესი ნორმალურია, მაგრამ ჭორები, რომ ის კლუბს დატოვებს, უბრალოდ ყალბია. არდა "ბარსელონაში" ბედნიერია", - განაცხადა ბულუტმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]