"ბარსამ" ხუთშაბათის ვარჯიში მსუბუქად ჩაატარა
კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც ისინი "ლას პალმასის" წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებენ.
სეზონი გრძელდება. "ხიხონთან" ლა ლიგის მე-16 ტურის გადადებული შეხვედრის გამართვის შემდეგ, ლუის ენრიკემ გუნდი უკვე სამშობლოში, შინაურ მინდორზე, მომდევნო თამაშისთვის ავარჯიშა. "ბარსელონას" ფეხბურთელები სულ მალე კანარის კუნძულებზე, "ლას პალმასთან" სათამაშოდ გაემგზავრებიან.
"სიუტატ ესპორტივაზე" ჩატარებული ხუთშაბათის ვარჯიშის დროს, გუნდი ორად იყო გაყოფილი: გუშინდელმა სასტარტო თერთმეტეულმა დღეს მსუბუქად ივარჯიშა, დანარჩენები კი სრული დატვირთვით ემზადებოდნენ.
ხვალ, შუადღეს, კანარის კუნძულებზე გაფრენამდე, "ბლაუგრანა" კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]