პიკემ მასკერანოს პენალტის დარტყმა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, "რაიო ვალიეკანოსთან" გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მან ხავიერ მასკერანოს თერთმეტმეტრიანის შესრულება შესთავაზა, მაგრამ არგენტინელისგან უარი მიიღო. საბოლოოდ, პენალტი ლუის სუარესმა შეასრულა და ვერ გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პიკემ მასკერანოს ლეგენდა უწოდა, რადგან არგენტინელს, "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 268 თამაშში მეტოქის კარში ჯერ გოლი არ გაუტანია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]