მასკერანო: „მესიმ პენალტის შესრულება შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვუთხარი“
"ბარსას" არგენტინელი მცველი/ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გოლის გატანის თემაზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ მესიმ მას ბევრჯერ შესთავაზა პენალტის დარტყმა, მაგრამ მან უარი უთხრა.
"მესიმ პენალტის დარტყმა არაერთხელ შემომთავზა, მაგრამ მე უარი ვუთხარი. ნამდვილად არ ვგრძნობ იმას, რომ მე პენალტი უნდა დავარტყა. არ მინდა ჩემ თავს ვაიძულო ის, რაც არ მევალება. შედეგიანობა არ ცვლის თამაშის ხარისხს. ვფიქრობ, პენალტი იმან უნდა დაარტყას, ვისაც ეს ევალება."- განაცხადა მასკერანომ TyC Sports-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მასკერანოს "ბარსას" მაისურით 5-ჯერ აქვს გოლი გატანილი, მაგრამ ხუთივე საკუთარ კარში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]