მენდილიბარი: "როცა მესი თამაშობს, ეს შეუძლებელია"
"ეიბარის" მთავარი მწვრთნელი ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "ბარსელონასთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარს აკეთებს.
ხოსე ლუის მენდილიბარის განცხადებით, "ბლაუგრანა" ყველა სხვა გუნდზე უკეთესია და მათი დამარცხება შეუძლებელია, თუ ლიონელ მესი კარგ ფორმაში იმყოფება.
"იბრძვი და ძალიან ბევრს მუშაობ, მაგრამ 0-2-დან ნამდვილად საკმაოდ რთულია", - აცხადებს მენდილიბარი.
"ბარსელონას" არ გავუკვირვებივარ. ბურთზე კონტროლი არასდროს დაუკარგავთ. ეს გუნდი ყველა სხვა დანარჩენს სჯობს".
"ის, რაც მაოცებს, მათი დაცვითი სამუშაოა. შეუძლიათ, კარი ექვსი-შვიდი მოთამაშით დაიცვან, სამი კი წინა ხაზზე დატოვონ".
მესიზე მენდილიბარმა დაამატა: "როდესაც მესი თამაშობს, ეს შეუძლებელია. მას არაფრისგან გოლის შექმნა შეუძლია".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 36 ]