მასკერანო: "ბარათი დასვენებისთვის არ მიმიღია"
არგენტინელი ფეხბურთელი უარყოფს ჭორებს იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელ შეხვედრაში მან ყვითელი ბარათი სპეციალურად მიიღო, რათა მხოლოდ მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუხდეს.
მოგეხსენებათ, "ეიბარის" წინააღმდეგ, ბოლო წუთებზე მთავარმა არბიტრმა ხავიერ მასკერანო გააფრთხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იძულებულია, "ხეტაფესთან" გასამართი მომდევნო შეხვედრა გამოტოვოს.
"მეტოქე კონტრშეტევაზე მოდიოდა, მე კი მისი ჩაშლა მინდოდა. ყვითელი ბარათის მისაღებად მიზეზს არ ვეძებდი. ამგვარი დავალება არ მქონია", - აცხადებს ხავიერ მასკერანო.
"მიუხედავად ამისა, მცირე დასვენება კარგი იქნება".
"გუნდის მიზანი ლა ლიგაში ლიდერობაა. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ათი მატჩია დარჩენილი. შევეცდებით, ათივე უშეცდომოდ ჩავატაროთ და კონკურენტებს მოახლოების საშუალება არ მივცეთ", - დაასრულა არგენტინელმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]