Fichajes: „ბარსელონა“ კარასკოზე გადაერთო
კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევით - იანიკ ფერეირა კარასკოთი ინტერესდება, იუწყება Fichajes.
Fichajes-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ კარასკოს ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას ვერ მოარგებენ, ალტერნატივა "იუვენტუსის" პაულო დიბალა იქნება. დიბალას გადმოყვანას ისიც უწყობს ხელს, რომ მას მესისთან ერთად თამაში სურს.
თუმცა, იქმნება პრობლემა - საქმე ისაა, რომ კარასკო უფრო ფლანგის ფეხბურთელია, ხოლო დიბალა - ცენტრალური ფორვარდი, ლუის ენრიკეს კი სურს ფეხბურთელი, რომელიც "ბარსას" ტრიოდან ერთ-ერთს შეცვლის ხოლმე.
კარასკო "ატლეტიკოში" პირველ სეზონს ატარებს, ის "როხიბლანკოს" "მონაკოდან" შეუერთდა, 22 წლის ფეხბურთელმა ტრავმების გამო, 32 მატჩი ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და ამდენივე გაატანინა სხვასაც.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 91 ]