"ბარსელონა" კარასკოს მიუბრუნდა
მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელი შემტევი იანიკ ფერეირა-კარასკო "ბარსელონას" რადარზე დაბრუნდა. ამ ინფორმაციას Cadena SER ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, 22 წლის ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და კლუბის ხელმძღვანელობა მის ტრანსფერზე მუშაობას აპირებს.
კარასკო "მონაკოდან" "ატლეტიკოში" გასულ ზაფხულში, 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მის გამოსასყიდ თანხასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი არაა, მაგრამ პრესის ცნობით, კონტრაქტში 40-მილიონიი პუნქტია ჩადებული.
Sport-ის ცნობით, "ბარსელონა" აპირებს ან ახალგაზრდა თავდამსხმელი დაიმატოს სამომავლო პერსპექტივისთვის, ან გაცილებით იაფად, გამოცდილი შემტევი შეიძინოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]