აბიდალი: "ამ "ბარსელონაში" ეჭვის შეტანა არ შეიძლება"
"ბარსელონას" ყოფილი მცველი ერიკ აბიდალი ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში გასამართ კატალონიურ დერბიზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლუის ენრიკეს გუნდის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
"ეს ისეთივე მატჩია, როგორიც სხვა დანარჩენი. "ბარსელონას" უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაშია. "ბარსელონასი" ყოველთვის გვჯერა.. ვნახოთ, მოვიგებთ თუ არა კიდევ ერთხელ ქვეყნის ჩემპიონატს. ორივე გუნდის მიზანი მოგებაა. ამ "ბარსელონაში" ეჭვის შეტანა არ შეიძლება."
"ბარსელონასა" და "ესპანიოლის" დაპირისპირება კვირას, 8 მაისს, თბილისის დროით 19 საათზე გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]