პუიოლი: "ბარსელონას" მდგომარეობა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი"
"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუიოლი თავის ყოფილ გუნდს მხარს უჭერს.
"ახლა გუნდი ერთიანად უნდა დარჩეს. მხოლოდ ასე შეძლებს ის სიტუაციის გამოსწორებას.
ვიცით, რომ პარიზში მატჩის შედეგი მტკივნეულია, მაგრამ თუ არსებობს გუნდი, რომელსაც სიტუაციის გამოსწორება შეუძლია, ეს "ბარსელონაა".
"ბარსელონას" მდგომარეობა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. გუნდმა ბოლო წლებში ბევრს მიაღწია და დაამტკიცა, რომ მასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
სიკვდილამდე გუნდთან ერთად ვარ, არა იმიტომ, რომ იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ, არამედ იმიტომ, რომ "ბარსელონასთან" ერთად ერთ გემზე ვარ.
არ შეიძლება ეჭვის წარმოქმნას საშუალება მისცე. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო." - განაცხადა პუიოლმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 48 ]