"ბარსელონა" სიდნეის შეძენასთან ახლოსაა
მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბენფიკას" ცენტრალური მცველი სიდნეი და სილვა ჟუნიორი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, გასული სეზონი, "დეპორტივოში" არენდით გაატარა. ესპანეთის ჩემპიონატში მან 33 მატჩი გამართა და იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ "ბარსელონას" ყურადღება მიიქცია.
"დეპორტივოს" ფეხბურთელის 3 მილიონად გამოსყიდვის უფლება ჰქონდა და ლა კორუნიელები ამ უფლების გამოყენებას გეგმავდნენ კიდეც, მაგრამ, თუ მადრიდულ პრესას დავუჯერებთ, გალისიაში თამაშზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა, რადგან მას "ბარსელონადან" დაუკავშირდნენ.
თუმცა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიურ კლუბში სიდნეისთან შეთანხმების არსებობა უარყვეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]