რაკიტიჩი ევროპის ჩემპიონატს ეთიშება
ხორვატიის ნაკრები და მასთან ერთად "ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს ეთიშება. ხორვატებმა 1/8-ფინალში პორტუგალიასთან წააგეს.
უგოლო 90 წუთის შემდეგ, გატანილი ბურთები არც დამატებით ტაიმებში ჩანდა. თუმცა, თერთმეტმეტრიანებამდე 3 წუთით ადრე, "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, რიკარდო კუარეჟმამ ერთადერთი გოლი გაიტანა და 1/4-ფინალში პორტუგალია გაიყვანა.
ივან რაკიტიჩმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მან მოედანზე 110 წუთი დაჰყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]