„რომას“ ვერმალენის არენდით აყვანა სურს

„რომას“ ვერმალენის არენდით აყვანა სურს

იტალიური "რომა" კატალონიის "ბარსელონას" ბელგიელი მცველით თომას ვერმალენით ინტერესდება. იტყობინება, Gazzetta Dello Sport. 

ბელგიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პირადად "რომას" მწვრთნელი - ლუჩიანო სპალეტი იჩენს, რომელიც შემდეგ სეზონში 3 მცველით აპირებს თამაშს, მისი აზრით კი ვერმალენი ზუსტად მოერგება ამ სქემას. 

"რომა" არ აპირებს ვერმალენს იგივე ანაზღაურება მისცეს, რომელიც ბელგიელს ამჟამად აქვს - 4 მილიონი ევრო. იტალიელები ფეხბურთელის არენდით აყვანას შეეცდებიან, შემდგომ კი იმედოვნებენ, რომ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ მას გამოისყიდიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    irakla1
    სტუმარი [?]
    #2 27 ივნისი 2016 03:01
    0
    naxrt vermam rogor gamoaseora tamashi evropaze zan kargad gamoiyureba chrmis azrit imsaxurebs dros shedis formashi droa gamofxizldes enriqe
    intskirveli.fcb
    სტუმარი [?]
    #1 26 ივნისი 2016 19:38
    0
    გვეღირსა სიახლე