"ბარსელონა" და "რომა" ვერმალენის ტრანსფერზე თითქმის შეთანხმდნენ
"ბარსელონას" 30 წლის ბელგიელი მცველი ტომას ვერმალენი იტალიურ "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას, Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით, კატალონიური Sport ავრცელებს.
იტალიური და ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონა" და "რომა" ტრანსფერის ფორმატზე შეთანხმდნენ. მათი გადაწყვეტილებით, ვერმალენი "რომაში", ერთ წელს, არენდის წესით დაჰყოფს, სეზონის ბოლოს კი, იტალიელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ.
ჯერ კიდევ შესათანხმებელია ტრანსფერის ღირებულება. "რომა" მზადაა არენდაში 2 მილიონი გადაიხადოს, ერთი წლის შემდეგ კი, კატალონიელთა ანგარიშზე 8 მილიონი ჩარიცხოს. "ბარსა" კი 2+12 მილიონს ითხოვს.
4-მილიონიანი სხვაობის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ მხარეები მალე შეთანხმდებიან. თავად ფეხბურთელი "რომას" უკვე მოელაპარაკა. ის 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]