მესი ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გადაწყვეტილების შეცვლას და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას არ გეგმავს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
მესიმ სანაკრებო კარიერა მას შემდეგ დაასრულა, რაც მისმა გუნდმა, კოპა ამერიკის ფინალში, ჩილესთან წააგო. ამ გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ, მას მთელი მსოფლიოდან მოუწოდებენ, აზრი შეიცვალოს და ნაკრებს დაუბრუნდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ლეო ამას არ აპირებს.
კატალონიელი ჟურნალისტები, მესის გარემოცვიდან გამოსულ ხმებზე დაყრდნობით, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არგენტინელის აზრით, უმჯობესია მან ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]