"ბარსას" სპონსორი, შესაძლოა, Amazon გახდეს
ცნობილი ამერიკული ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com, შესაძლოა, "ბარსელონას" სპონსორი გახდეს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური კლუბი აპირებს ახალი სასპონსორო შეთანხმება პირველ წინასასეზონო მატჩამდე, ანუ 30 ივლისამდე გააფორმოს.
უახლესი ცნობებით, "ბარსა" არჩევანს "კატარ ეარვეისსა" და "ამაზონს" შორის გააკეთებს.
ცნობილია, რომ "ბარსა" წელიწადში 65 მილიონ ევროს ითხოვს, ამერიკელები კი ამ თანხის გადახდაზე, ჯერჯერობით, თანხმობას არ აცხადებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]