"ბარსელონასა" და "ამაზონს" შორის მოლაპარაკებები გართულდა
"ბარსელონასა" და "ამაზონს" შორის სასპონსორო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები გართულდა. ამის მიზეზი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის გაჟონვაა.
Sport-ის ცნობით, "ბარსელონაც" და "ამაზონიც" დაინტერესებულნი იყვნენ, რომ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ შენახულიყო, თუმცა პრესაში მან მაინც გაჟონა, რამაც შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
კატალონიური პრესის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს კვლავ განაგრძობენ, მაგრამ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც, "ამაზონის" ლოგოს "ბარსას" მაისურზე გამოჩენა 2017 წლამდე მოსალოდნელი არაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]