მარლონ სანტოსი ბარსელონაში ჩაფრინდა
20 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი, გუშინ ღამით, ბარსელონაში ჩაფრინდა, რათა კატალონიურ კლუბს შეუერთდეს.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი "ბარსელონა ბ"-ში ერთი წლით, არენდის წესით ითამაშებს, შემდეგ კი, კატალონიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
მარლონ სანტოსი ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს 11 ივლისს შეუდგება.
სანტოსი "ფლუმინენსეს" სკოლის აღზრდილი და ამ კლუბის საკუთრებაა. 2013 წლიდან დღემდე, მან, ბრაზილიის ჩემპიონატში, 51 თამაში ჩაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]