ოფიციალურად: მარლონ სანტოსი "ბარსელონაში" ითამაშებს
20 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი "ბარსელონა ბ"-ში ითამაშებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად გუშინ დადასტურდა, როდესაც ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი მოაწერა.
მარლონ სანტოსი "ბარსა ბ"-ში ერთი წლით, არენდით ითამაშებს. კატალონიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
მარლონის გამოსასყიდ თანხად 5 მილიონია განსაზღვრული, თუმცა კატალონიელებს მხოლოდ 1.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. საქმე ისაა, რომ "ბარსას", "ფლუმინენსესთვის", ჟერსონის უპირატესი შესყიდვის უფლებისთვის, 3.2 მილიონი ევრო გადახდილი აქვს. ეს ფეხბურთელი "რომაში" გადავიდა, თანხა არ დაბრუნებულა და შესაბამისად, მარლონის შესაძლო ტრანსფერიდან გაიქვითება.
გავრცელებული ინფორმაციით, მარლონი "ბარსელონას" პირველ გუნდს წინასასეზონო მზადების დროს გაჰყვება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]