ვივესი: "მესი თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ წასვლას არ აპირებს"
"ბარსელონას" სპიკერი ჟოზეპ ვივესი ლიონელ მესის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მესის, ცოტა ხნის წინ, 21-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შემდეგ, "ბარსელონამ" ფეხბურთელის მხარდასაჭერი აქცია დაიწყო ჰეშთეგით #WeareallLeoMessi. ამ აქცია, დადებითის გარდა, უარყოფითი რეაქციაც მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად მესი კლუბის უყურადღებობით უკმაყოფილოა და წასვლაზე ფიქრობს.
"სიმართლე ისაა, რომ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. არც ფეხბურთელს და არც მის წარმომადგენელს არ უთქვამთ, რომ მესის წასვლა სურს. თუმცა, სიმართლეა, რომ ის თავს კარგად არ გრძნობს.
ჩვენი მხარდამჭერი აქცია მესიმაც და მისმა წარმომადგენელმაც კარგად მიიღეს.
მესი უსამართლოდ ისჯება და კლუბი მას იცავს. ჩვენ არ დავნებდებით.
ჩვენ ვსაუბრობთ მესიზე, რომელმაც ეს კონტრაქტები 19 წლის ასაკში გააფორმა. მას არ ესმოდა, თუ რას აწერდა ხელს იმ მომენტში. მას ფეხბურთის თამაში სურდა, ხელშეკრულებებს კი ფინანსური მრჩევლების ნდობის საფუძველზე აფორმებდა. მესიმ დიდი ოდდენობის ჯარიმა, 50 მილიონი ევრო გადაიხადა. ის ქვეყნის ბიუჯეტში მთავარი შემტანი გახდა.
ფინანსთა მინისტრმა მესის ბრალდებაზე უარი განაცხადა, რადგან მან იცის, რომ ამის საფუძველი არ არსებობს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]