მესი გუნდს პირველ აგვისტომდე არ შეუერთდება
"ბარსელონას" არგენტინელი ლიდერი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გუნდს პირველ აგვისტომდე არ შეუერთდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ლიონელ მესიმ გასული სეზონის ბოლო თამაში 26 ივნისს, კოპა ამერიკის ფინალში ჩაატარა. "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, არგენტინელს ერთ თვეზე მეტი ხნით დასვენება ეკუთვნის, რათა მან ძალების აღდგენა მოახერხოს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჩილესთან წაგებისა და 21-თვიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, მესის ფსიქოლოგიური პრობელმები აქვს და ლუის ენრიკეს აზრით, დასვენება ფეხბურთელს ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
მესის შვებულების გახანგრძლივება ნიშნავს, რომ ის გუნდს ინგლისში შეკრებაზე არ გაჰყვება და ვერც 30 ივლისს, "სელტიკთან" გასამართ პირველ ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]