ხორხე სამპაოლი: "ბარსელონა" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია"
"სევილიას" მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი მიიჩნევს, რომ პეპ გვარდიოლას სათამაშო სტილი მასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე - ლუის ენრიკესი. ანდალუსიური გუნდის თავკაცი, "ბლაუგრანას" ბოსის მიერ გაწულ სამუშაოს აფასებს.
ანდალუსიელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეს შორის არჩევანი არ გააკეთა.
"ბარსელონა" დღეს უფრო პირდაპირ ფეხბურთს თამაშობს, კატალონიური კლუბი ბურთის ფლობაზე ნაკლებადაა დამოკიდებული, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა.
პეპ გვარდიოლას სათამაშო სტილი ჩემთან უფრო ახლოსაა." - განაცხადა სამპაოლიმ.
ლუის ენრიკეს "ბარსელონა", მიმდინარე სეზონში ერთადერთი კლუბია, ვინც "სევილია" "რამონ სანჩეს პისხუანზე" დაამარცხა (2:0). ეს ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მოხდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]