ვიქტორინის კითხვები (22.08.16)

ვიქტორინის კითხვები (22.08.16)

წარმოგიდგენთ Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-8 გათამაშების კითხვებს და შეგახსენებთ, რომ ვიქტორინის გამარჯვებულს Fanz.ge "ბარსელონას" მაისურით დააჯილდოებს.

ვიქტორინა ტარდება თვეში 2-ჯერ, ყოველ მე-2 ორშაბათს. თქვენ, ამ სიახლეში, ხედავთ 10 კითხვას. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა.

 

პასუხები უნდა გამოგზავნოთ ამ ფორმის საშუალებით. სათაურში მიუთითეთ "ვიქტორინის პასუხები", ტექსტში კი დაწერეთ თქვენი პასუხები. ყველა პასუხი უნდა იყოს დანომრილი კითხვების მიხედვით. პასუხების წერილში კითხვების გამეორება საჭირო არაა. კითხვის ნომერი და პასუხი საკმარისია. ყველა პასუხი უნდა გამოგზავნოთ ერთი შეტყობინებით. რამდენიმე შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში, მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ პირველ შეტყობინებას.

გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც პასუხები პირველმა გამოაგზავნა.

პასუხების მიღება შეწყდება ზუსტად 7 დღეში, 29 აგვისტოს, 12:00 საათზე. პასუხები და შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება სამშაბათს.

ვიქტორინის გამარჯვებულს მომდევნო ტურში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.

 

კითხვები:

1. რომელ წელს მოიგო ლიონელ მესიმ თავისი მე-3 "ოქროს ბურთი"?

2. რომელ წელს მოიგო "ბარსელონამ" პირველად თასების მფლობელთა თასი?

3. რომელ წელს ჩაიბარა ელენიო ერერამ მეორედ "ბარსელონა"?

4. რომელმა გუნდმა გამოაგდო "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1992/93 წლების გათამაშებიდან?

5. რამდენი ტიტული მოიგო იოჰან კრუიფმა "ბარსელონაში" თამაშის დროს?

6. ვინ იყო "ბარსელონა ბ"-ს პირველი მწვრთნელი?

7. დაასახელეთ ერთადერთი ბელგიური გუნდი, რომელსაც გამპერის თასი მოუგია.

8. რამდენჯერ აქვს "ბარსელონას" ფუტსალის გუნდს თასების მფლობელთა თასი მოგებული?

9. ვინ იყო რიგით მე-7 აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც "ბარასელონას" მაისური მოირგო?

10. რამდენ მატჩში წვრთნიდა ჯეიმს ბელამი "ბარსელონას"?

 

რატომ Fanz.ge?

აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.

დაინტერესდი?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.