ვიქტორინის კითხვები (05.09.16)
წარმოგიდგენთ Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-9 გათამაშების კითხვებს და შეგახსენებთ, რომ ვიქტორინის გამარჯვებულს Fanz.ge "ბარსელონას" მაისურით დააჯილდოებს.
ვიქტორინა ტარდება თვეში 2-ჯერ, ყოველ მე-2 ორშაბათს. თქვენ, ამ სიახლეში, ხედავთ 10 კითხვას. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა.
პასუხები უნდა გამოგზავნოთ ამ ფორმის საშუალებით. სათაურში მიუთითეთ "ვიქტორინის პასუხები", ტექსტში კი დაწერეთ თქვენი პასუხები. ყველა პასუხი უნდა იყოს დანომრილი კითხვების მიხედვით. პასუხების წერილში კითხვების გამეორება საჭირო არაა. კითხვის ნომერი და პასუხი საკმარისია. ყველა პასუხი უნდა გამოგზავნოთ ერთი შეტყობინებით. რამდენიმე შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში, მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ პირველ შეტყობინებას.
გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც პასუხები პირველმა გამოაგზავნა.
პასუხების მიღება შეწყდება ზუსტად 7 დღეში, 12 სექტემბერს, 12:00 საათზე. პასუხები და შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება სამშაბათს.
ვიქტორინის გამარჯვებულს მომდევნო ტურში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.
კითხვები:
1. რომელი გუნდიდან გადმოვიდა "ბარსელონაში" ჟერემი მატიე?
2. რა ნომრით თამაშობდა რაფაელ მარკესი "ბარსელონაში"?
3. ვინ იყო "ბარსელონას" ბოლო არაესპანელი მთავარი მწვრთნელი?
4. რამდენჯერ მოიგო ლუდოვიკ ჟიულიმ ჩემპიონთა ლიგა "ბარსელონასთან" ერთად?
5. რომელი იყო ბოლო ტიტული, რომელიც იოჰან კრუიფმა "ბარსელონაში" თამაშის დროს მოიგო?
6. რომელ ადგილზე გავიდა "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის 1968/69 წლების გათამაშებაში?
7. რამდენჯერ აქვს "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდს FIBA-ს საკონტინენტთაშორისო თასი მოგებული?
8. რამდენი ტიტული მოიგო "ბარსელონამ" ლუის ნუნიესიის პრეზიდენტობის დროს?
9. რომელ წელს მოიგო "ბარსელონამ" ფრანც ბეკენბაუერის თასი?
10. რომელ წელს მოხდა "ბარსელონას" ძველი სტადიონის, "ლეს კორტსის" დემონტაჟი?
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]