ვიქტორინის კითხვები (17.10.16)
წარმოგიდგენთ Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-12 გათამაშების კითხვებს და შეგახსენებთ, რომ ვიქტორინის გამარჯვებულს Fanz.ge "ბარსელონას" მაისურით დააჯილდოებს.
ვიქტორინა ტარდება თვეში 2-ჯერ, ყოველ მე-2 ორშაბათს. თქვენ, ამ სიახლეში, ხედავთ 10 კითხვას. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა.
პასუხები უნდა გამოგზავნოთ ამ ფორმის საშუალებით. სათაურში მიუთითეთ "ვიქტორინის პასუხები", ტექსტში კი დაწერეთ თქვენი პასუხები. ყველა პასუხი უნდა იყოს დანომრილი კითხვების მიხედვით. პასუხების წერილში კითხვების გამეორება საჭირო არაა. კითხვის ნომერი და პასუხი საკმარისია. ყველა პასუხი უნდა გამოგზავნოთ ერთი შეტყობინებით. რამდენიმე შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში, მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ პირველ შეტყობინებას.
გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც პასუხები პირველმა გამოაგზავნა.
პასუხების მიღება შეწყდება ზუსტად 7 დღეში, 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე. პასუხები და შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება სამშაბათს.
ვიქტორინის გამარჯვებულს მომდევნო ტურში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.
კითხვები:
1. ვინ იყო "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეს წინ?
2. რა ნომრით თამაშობდა ეიდორ გუდიონსენი "ბარსელონაში"?
3. დაასახელეთ ერთადერთი გერმანული გუნდი, რომელსაც გამპერის თასი ერთხელ მოუგია.
4. ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად ყველაზე დიდი რა ანგარიშით მოუგია "ბარსელონას"?
5. ვინ იყვნენ "ლეს კორტსის" სტადიონის არქიტექტორები?
6. რამდენჯერ აქვს "ბარსელონას" ფუტსალის გუნდს ესპანეთის თასი მოგებული?
7. რამდენ მატჩში წვრთნიდა ხოსეპ სეგუერი "ბარსელონას"?
8. რომელ გუნდს დაუპირისპირდა "ბარსელონა" 1981 წელს, ხუან მანუელ ასენსის საპატივცემულოდ გამართულ მატჩში?
9. რომელ წელს გამოვიდა "ბარსელონას" ჰიმნის ყრუ-მუნჯური ვერსია?
10. რომელ წელს მოიგო "ბარსელონამ" საიტამას თასი?
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 0 ]