ნეიმარი "ბილბაოსთან" თამაშს გამოტოვებს და ბრაზილიაში სექტემბრამდე დარჩება
Sport-ის მიხედვით. კატალონიის "ბარსელონამ" მისცა ოლიმპიური ოქროს მფლობელ ნეიმარ ჟუნიორს, ბრაზილიაში სექტემბრამდე დარჩენის უფლება.
ამ მიზეზის გამო, ნეიმარი გარანტირებულად გამოტოვებს თამაშს "ატლეტიკ ბილბაოსთან", რომელშიც მას დიდი ალბათობით, ისევ თურქი ლეგიონერი, არდა თურანი ჩაანაცვლებს.
თავდაპირველი შეთახნმების მიხედვით, ნეიმარი ბრაზილიიდან კატალონიაში უნდა დაბრუნებულიყო ოლიმპიადის დასრულებიდან დაახლოებით 1 კვირაში, თუმცა როგორც ვიგებთ. ნეიმარი ლუის ენრიკეს გაესაუბრა და დროის გახანგრძლივება სთხოვა, რადგან მომავალ ორშაბათს, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეების შეკრებაა დაგეგმილი.
ამიტომაც სეზონის დასაწყისში 2-ჯერ მგზავრობას, "ბარსელონამ" ისევ ფეხბურთელის უსაფრთხოებისთვის ამჯობინა "ბილბაოსთან" მატჩი დასასვენებელი დროის ნაცვლად დაეთმო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, 20 აგვისტოსს გახდა ოლიმპიური ოქროს მფლობელი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]