რაფინიამ ვარჯიში ავადმყოფობის გამო გამოტოვა

რაფინიამ ვარჯიში ავადმყოფობის გამო გამოტოვა

როგორც Sport-ი იუწყება, რიო 2016-ის ოქროს მედალის მფლობელმა, რაფინიამ, ოთხშაბათის ვარჯიში ავადმყოფობის გამო გამოტოვა.

როგორც ვიცით, ენრიკემ "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ, გუნდს 2 დღიანი დასვენება გამოუწერა, რომლისგანაც ფეხბურთელები ოთხშაბათს დაბრუნდნენ. ასევე უნდა დაბრუნებულიყო და გუნდთან ერთად უნდა ევარჯიშა ოლიმპიური ოქროს მფლობელ რაფინიას.

რაფინია ოთხშაბათს დილით, სავარჯიშო მოედანზეც კი მივიდა, თუმცა მას შემდეგ რაც მას კლუბის ექიმებმა დასვენება ურჩიეს, "ბარსელონამ" გადაწყვიტა ბრაზილიელი ვარჯიშისგან გაეთავისუფლებინა.

თუ სიტუაცია არ გართულდა, რაფინია დიდი ალბათობით კლუბთან ერთად, "ბილბაოსთან" მატჩამდე, ბოლო ვარჯიშს მაინც დაესწრება.

როგორც ცნობილი გახდა, 23 წლის ნახევარმცველი ძალიან მონდომებულია და სურს ამ სეზონში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მოედანზე "ბარსელონას" მაისურით.

თუმცა გუნდში მყოფი ნახევარმცველების კლასის გათვალისწინებით, რაფინიას დროის მოპოვება ძალიან გაუჭირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    gangster-barca10
    სტუმარი [?]
    #6 24 აგვისტო 2016 21:52
    0
    არენდით უნდა გაუშვან რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 აგვისტო 2016 19:59
    0
    იმდენი ნახევარმცველია გუნდში ეს განაცხადში თუ მოხვდა მადლობა თქვას
    Don vinton
    სტუმარი [?]
    #4 24 აგვისტო 2016 19:31
    0
    au es su travmiania da cudadaa ra,gasashvebia arendit es bichi
    james rodriguez
    სტუმარი [?]
    #3 24 აგვისტო 2016 18:01
    0
    Amas wels naxevari sezoni gaucda codoa bichi
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #2 24 აგვისტო 2016 17:47
    0
    მაგრად არ უმართლებს რაფას რა
    Thinker
    სტუმარი [?]
    #1 24 აგვისტო 2016 17:26
    0
    სასტავს გაუმარჯოს.რამდენიხანია აქ კომენტარი არ დამიწერია,მაგრამ ახალი ვართქო სირცხვილია როვთქვა,წლებია ამ საიტზე შემოვდივარ.ბლაუგრანა-ს ჩემი აზრით ყოველთვის აჯობებს ეს საიტი,მართალია აგარაა ისეთი აქტიური,მაგრამ მაინც.იმედია,ხართ კარგად მოაზროვნე ადამიანები აქ და ჯანსაგ პოლემიკას გავმართავთ ხოლმე.ახალ მწერალს საგოლ კაიხარ,ეგრე გააგრძელე ძმაო.ეხა რაცშეეხება გუნდს:კარში ულაპარაკოდ შტეგენს უნდა მიეცეს შანსი,ორი აზრი არაა რო უძლიერესია და ძირითადი უნდა ატაკოს ენრიკემ.მარჯვნივ,მომკალით და მაინც ვიდალი მირჩევნია,მართალია ჯერ-ჯერობით რობერტო უფრო სტაბილურია,მაგრამ მაინც ეტყობა რო არარი სულით მარჯვნა მცველი,შეტევებში ვერერთვება ისე,როგორც ვიდალი.ჩემი აზრით მაინც ვიდალს უნდა მისცეს შანსი.ცენტრში,პიკე უცვლელია თავისთავად,უმტიტი მეიმედება,მაგრამ მნიშვნელოვან თამაშებში,რამდენად შეიძლება ვენდოთ არვიცი.მარცხნივ ჯერ ალბათ მაინც ალბა,მაგრამ დინიემ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მარტო,იმიტომ რომ ალბაა არუნდა აყენებდნენ ძირითადში.ცენტრში ბუსკეცი უცვლელია,სამპერი კი მინუმუმ 1სეზონი უნდა გაანათხოვრონ.გომეში ჯერ ვერამოაგდებს რაკეტას,ინი თავისთავად უცვლელია,მაგრამ დენისს უნდა მიეცეს შანსი,ძაან მომწონს აი ძალიან შესანიშნავი ფეხბურთელია ინიესტას გირსეული შემცვლელი იქნება.წინ მუნირი აუცილებლად უნდა გაუშვან,არვიცი რამოეწონა პრე-სეზონში ხალხს მაგის.ერთი ჩვეულებრივი "ხე" ბეხბურთელია რომლის იმედი ვერგექნება.წამსვლელები:დუგლასი,მუნირი,ბრავო.არენდა:რაფინია,სამპერი.მომსვლელები:
    პაკო,სილესენი. P.ს. მატიეს ვერვიტან,მაგრამ ამ სეზონში არავინ არწაიყვანს. <3