ნეიმარმა ბრაზილიაში მისი ვაჟის დაბადების დღე აღნიშნა
როგორც Sport-ი იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა ჟუნიორმა, მისი ვაჟის დაბადების დღე ბრაზილიაში აღნიშნა.
ნეიმარის ვაჟს, ანუ დავი ლუკას, 5 წელი შეუსრულდა, რის გამოც ამის აღსანიშნი წვეულება "ბარსელონას" ვარსკვლავმა სან-პაულოში მოაწყო.
დავი ლუკას დაბადების დღისთვის, სან-პაულოს ერთ-ერთი უდიდესი გასართობი პარკი, "აკუა მუნდო დე გუარუხა" იქნა დაკავებული.
როგორც ვიცით, დავი ლუკა უმეტესწილად დედასთან, ბრაზილიაში ცხოვრობს და ხანდახან ჩადის ხოლმე კატალონიაში მამის სანახავად.
ბრაზილიელი ახლა მისი მამა დასვენების დღეებს იხანგრძლივებს, რადგან ის გერმანიის წინააღმდეგ, ოლიმპიადის ფინალში, 120 წუთის განმავლობაში ძალიან დაიღალა, რის გამოც მას ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ენრიკეს გუნდს არ დაუბრუნდება დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებამდე და დაბრუნებისთანავე გააფორმებს კლუბთან ახალ კონტრაქტს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]