"ბარსელონას" სკოლა მოსკოვში მუშაობას იწყებს
როგორც კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის მიერ დაარსებული სკოლა რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში, მის მუშაობას იწყებს.
ხორდი გრატაკოს გაიოლა, ანუ ადგილობრივი დირექტორი "ბარსელონას" პირველი სკოლისა, მოსკოვში ჩაფრინდა, რათა მის პირველ პროექტზე დაეწყო მუშაობა. რუსეთი არის ქვეყანა, რომელშიც 135 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელშიც ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია და მიუხედავად ამისა, აქამდე ისტორიაში, მხოლოდ ერთადერთ მოთამაშეს აქვს კატალონიური კლუბის მაისური მორგებული.
ეს პროექტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე სრული სვლით დაიწყებს მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაშიც და კლუბშიც, ნიჭიერი ფეხბურთელების რაოდენობა, გაიზრდება.
ჯერ კიდევ არის ამ პროექტში ადგილი ისეთი მოთამაშეებისთვის, რომლებსაც სურთ მოსკოვის პირველ "ბარსელონას" სკოლაში დაიწყონ სწავლება. ეს ადგილები ისეთი ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ახლა საზაფხულო დასვენებიდან ბრუნდებიან.
ხორდი გრატაკოსმა კი შემდეგი რამ განაცხადა: "მომავალ რამდენიმე დღეში ჩვენ ჩავატარებთ სელექციის პროცესს, რითაც დავადგენთ იმ ბავშვების სათამაშო დონეს, რომლებსაც დარეგისტრირება სურთ ამ პროგრამაში. ისინი საფეხბურთო დავალებებს შეასრულებენ, რომლის შემდეგაც, მათ დავყოფთ, რითაც თანაბარი დონის გუნდებს მივიღებთ."
გახსნის ცერემონია ამ სკოლისა 17 სექტემბერს იგეგმება, რომლის შემდეგაც სკოლა ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას და დარეგისტრირების მსურველი ფეხბურთელების გამოცდას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]