სუარესი: "წინა სეზონის შედეგის გამეორება ძალიან გამიჭირდება"
"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "სელტიკთან" 7:0 მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"სეზონის სტარტზე ჩვენი შემტევი სამეული ერთად თამაშს ვერ ვახერხებდით, რადგან ნეიმარი ოლიმპიადაზე იყო წასული. თუმცა, ახლა, თამაშით სიამოვნების მიღების საშუალება გვაქვს, რადგან გუნდის ყველა საუკეთესო ფეხბურთელი მოედანზეა. კარგია, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მოგებით დავიწყეთ.
"ალავესთან" მარცხი? ჩვენც ადამიანები ვართ. ეს ნომრალურია. ასეთი დღეები ყველას აქვს. ჩემპიონატი ჯერ ახლა დაიწყო და მოულოდნელად წავაგეთ, მაგრამ ვიცით, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი.
მიმდინარე სეზონში, წინა წლის შედეგის გაუმჯობესება და 58 გოლის გატანა ძალიან გამიჭირდება. მთავარი გუნდური ამოცანების გადაჭრაა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]