ნეიმარის ინტერვიუ

ნეიმარის ინტერვიუ

ხუთშაბათს გაიმართა "ბარსელონასა" და ჯილეტის ახალი შეთანხმების პრეზენტაცია, რომელსაც ნეიმარი დაესწრო. ფეხბურთელმა მედიის კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"ბარსელონა"

"აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. სხვაგან თამაში ვერ წარმომიდგენია."

MSN

"მესი არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე მინახავს. "ბარსა" ნომერ პირველია, რადგან ლეო ჩვენთან თამაშობს."

"მესისთან ერთად თამაში ყველაფერს ამარტივებს. ლეოსთან კარგი ურთიერთგაგება მაქვს და იგივე ეხება ლუის სუარესს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთის დახმარებას, რათა მიზანს მივაღწიოთ. გოლებითა და საგოლე გადაცემებით სამეული გააგრძელებს მაქსიმუმის გაღებას გუნდისთვის."

ერთად გატარებულ პირველ სეზონში ტრიომ 122 გოლი გაიტანა, მეორეში კი 131. შეძლებს MSN უკეთესი შედეგის ჩვენებას? "საიდუმლო ყოველდღიური პროგრესია. ეს ცხოვრებაა. უნდა გაუმჯობესდე ყოველ სავარჯიშო სესიაზე და შეხვედრაში. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო ბევრ გოლს გავიტანთ."

მესის წვერი და იმიჯი

"უკეთესიც შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის მესი საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება."

საფეხბურთო წესი, რომელსაც შეცვლიდა

"ყვითელი ბარათი მაისურის გახდის გამო."

მომენტი, როდესაც გაიაზრა საკუთარი წარმატება

"ჩემი აზრით, ეს იყო მომენტი, როდესაც თამაშით იმდენი ფული ვიშოვე, რომ მთელ ოჯახს სახლი ვუყიდე. სწორედ მაშინ გავაცნობიერე ჩემი მიღწევა და ძალიან კარგი გრძნობა დამეუფლა."

კრიზისი ბრაზილიის ნაკრებში

"კრიზისს არ დავარქმევდი. ჩვენ ვერ გავხდით მსოფლიო ჩემპიონები, რაც იმედგაცრუებაა, თუმცა ნაკრებს ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ისევ მოვიგებთ ტიტულებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    graciasjohan14
    სტუმარი [?]
    #1 15 სექტემბერი 2016 21:14
    0
    უნივერსალმა ბუნდესლიგის პაკეტი შეიძინა