თურანი იმედებს ამართლებს, ალკასერი წვალობს
კარგია, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება. "ბარსელონამ" მორიგი გამოცდა ჩააბარა მესის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა, საბოლოო ჯამში, ცუდი თამაში შემოგვთავაზა, გუნდმა 3 ქულა მაინც აიღო და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.
გერმანიაში ესპანურ გრანდებს აშკარად გაუჭირდათ. ჯერ იყო და, მადრიდის "რეალმა" ვერ მოუგო "ბორუსია დროტმუნდს", ახლა კი მესის გარეშე დარჩენილმა "ბარსამ" ძლივს მოუგო "ბორუსია მიოხენგლადბახს", რომელიც 34-ე წუთიდან თოგრან აზარის გოლით იგებდა.
მესის არყოფნაში, ლუის ენრიკეს ჰქონდა რამდენიმე საშუალება, რომ მის ადგილას სხვა ფეხბურთელი დამდგარიყო. ლუის ენრიკეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ პაკო ალკასერი იმედებს გაამართლებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სამაგიეროდ იმედები გაამართლა პაკოს კონკურენტმა არდა თურანმა, რომელმაც გოლი გაიტანა.
პაკო ალკასერი იმდენად შეუმჩნეველი იყო დანარჩენ 10 ფეხბურთელთან შედარებით, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს არ თამაშობდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უფრო ჩართული იყო თამაშში, ვიდრე პაკო.
სასაცილოა თუ სატირალი ვერ გეტყვით, მაგრამ პაკომ მისთვის დათმობილ 53 წუთში 4 პასი გააკეთა, გაუშვა ერთი კარგი შესაძლებლობა გოლის გასატანად, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ ახალგაზრდაა და ბოლომდე გუნდთნ ადაპტაციაც არ გაუვლია. პაკო ის ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონამ" მუნირ ელ ჰადადიში გაცვალა, გულშემატკივრებს კი მიაჩნიათ, რომ მუნირის დატოვება უფრო აჯობებდა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იყო.
იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა მწვრთნელის ნდობის გამოყენება, ეს არდა თურანია, რომელმაც, პირველი საშინელი სეზონის შემდეგ, წლევანდელი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო.
გუშინდელ მატჩშიც მან მწვრთნელის ნდობა გამოიყენა და შემოსვლიდან რამდენიმე წუთში, გოლი გაიტანა, რითაც, ანგარიში გათანაბრდა, ხოლო მეორე გოლის გატანა კი პიკემ მოახერხა, რომელმაც მეკარის შეცდომის გამოყენება შეძლო.
ასევე, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ თურანმა რაკიტიჩი შეცვალა, ფეხბურთელი, რომელმაც ასევე ცუდად ითამაშა, თუმცა გოლის გატანა მასაც შეეძლო შორეული დარტყმით, რომელიც ზომერმა აიღო.
საიტერესოა, არდა თურანის სეზონის სტატისტიკა: მან გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 4 ასისტი. მშვენიერი შედეგია მისთვის, მაგრამ ცუდი ალკასერისთვის, რომელიც თანდათან უკლებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]