პაკო ალკასერი ნაკრებშიც ბრწყინავს [VIDEO]
პირველად დიდი ხნის განმავლობაში - ესპანეთის ნაკრებმა თამაში "ბარსელონას" ფეხბურთელის გარეშე ჩაატარა.
უელსთან მატჩის განაცხადში სერხიო ბუსკეტსი მოხვდა, მაგრამ "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ამხანაგური შეხვედრა 4:1 მოიგო. "დორტმუნდის" შემდეგ ნაკრებშიც გაიბრწყინა "ბარსელონადან" გერმანიაში განათხოვრებულმა პაკო ალკასერმა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. თითო გოლი სერხიო რამოსმა და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკ ბარტრამ გაიტანეს. ბარტრამ ნაკრებში თავი პირველად გამოიჩინა და ის გახდა "ბეტისის" პირველი ფეხბურთელი ბოლო 10 წელიწადში, რომელმაც "ფურია როხას" მაისურით გოლი გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]