პიკე ტერ შტეგენს "Twitter"-ზე მხარდაჭერას უცხადებს
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ სოციალურ ქსელში მხარდაჭერა გამოუცხადა საკუთარ თანაგუნდელს, გუნდის მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რომელსაც "სელტასთან" დაშვებული შეცდომის გამო ბევრი აკრიტიკებს.
გერმანელმა Twitter-ზე ფოტო განათავსა წარწერით: "ჩვენ ადამიანები ვართ. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ. ყოველთვის ვიყოთ ის, ვინც რეალურად ვართ. ახლა კი, გერმანელებთან ერთად მუშაობის დროა."
თავის მხრივ, პიკემ პასუხი არ დააყოვნა და ახალგაზრდა გერმანელ გოლკიპერს უპასუხა: "ყოველთვის იყავი ის, ვინც რეალურად ხარ ჩემო მეგობარო!"
ამ მესიჯით პიკემ ტერ შტეგენს დაიცვა და დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ტერ შტეგენმა ჩვეულ სტილში თამაში უნდა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი აკრიტიკებს მას ამ სტილის გამო. ის "ბარსელონას" მეკარეა და ერთმა შეცდომამ მის კარიერაზე და თამაშის სტილზე გავლენა არ უნდა იქონიოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]