რას ითხოვს კლუბი ალეიშ ვიდალისგან

რას ითხოვს კლუბი ალეიშ ვიდალისგან

ორშაბათს, "ბლაუგრანას" მარჯვენა მცველ ალეიშ ვიდალსა და კლუბის წარმომადგენელ ხოსე როდრიგეს ბასტერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა ფეხბურთელის გარშემო არსებული სიტუაციის განსახილველად. საუბრის ძირითადი აზრი ის იყო, რომ ფეხბურთელს შანსი სჭირდება, საშუალება, რომ გამოავლინოს თავისი მონაცემები, შესაძლებლობები, რომელთა გასაუმჯობესებლადაც ყოველთვის თავდაუზოგავად ვარჯიშობს.

ფეხბურთელს "ბარსელონაში" ყველა მხარში უდგას, ამხნევებენ, რომ ივარჯიშოს, გაუმჯობესდეს და კლუბის შემადგენელ ნაწილად იქცეს - პატარა ჭანჭიკად საათის მექანიზმივით მოქმედ "ბარსელონაში". თუმცა ბოლო კვირებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალეიშ ვიდალმა კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სხვადასხვა ცნობებით, მან თანაგუნდელებსაც შეატყობინა ამის შესახებ. თავის მხრივ, ყველას ესმის, რომ გუნდს საკუთარი განვითარების ტემპიც გააჩნია, რომელსაც ყველა უნდა აყვეს, რათა შედეგს საფრთხე არ დაემუქროს. მიუხედავად ამისა, არავის უნდა ვიდალის პოტენციალის უარყოფა, ამიტომაც გახშირდა მასთან საუბრები, ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

აქამდე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორისაც იყო გარკვეული კონფლიქტი. თუმცა, ფეხბურთელის გადაწყვეტილებასთან ამას არანაირი კავშირი და ზეგავლენა არ ექნება. ყველა სატელეფონო საუბარში განხილული იქნა ალეიშ ვიდალის პოტენციალი, მისი ადგილი კლუბში, სათამაშო სტილი, მისი უპირატესობანი, ის, რის გამოც არის დღეს "ბლაუგრანაში" და არა ის, თუ ვისთან როგორი ურთიერთობა აქვს. კლუბში ფიქრობენ, რომ ეს ახლა ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად, ფეხბურთელს წასვლა არასდროს მოუთხოვია, ზაფხულზე იყო შანსი, თუმცა ეს არც მაშინ მოხდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე ჯერ კიდევ ორთვენახევარია დარჩენილი და სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Leo 10
    სტუმარი [?]
    #7 12 ოქტომბერი 2016 14:53
    0
    Cota echvi mepareba rom atamashos . Miuxedavad imisa rom serxi veriqneba.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 ოქტომბერი 2016 10:10
    0
    Egeni imdens izamen mesis gareshe ver gavlen vafshe msoflioze!
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #5 12 ოქტომბერი 2016 08:22
    0
    Argentinam saertod ar itamashos jobia mesis gareshe
    barsa111
    სტუმარი [?]
    #4 12 ოქტომბერი 2016 08:06
    0
    200 lari amomacala ras davcere fuuu argentina gundi ar iyos..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 ოქტომბერი 2016 07:57
    0
    Meramdened unda daamtkicos argentinam ro mesis gareshe yvelaz y'' gundia, ise izaven saertod ver gavlen msoflioze!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ოქტომბერი 2016 07:25
    0
    Argentina ra sastavit ver ugebs paragvais to sircxvilia ra
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ოქტომბერი 2016 02:58
    0
    დეპორტივოსთან იმედია ათამაშებს ენრიკე, ეს ბოლო შანი იქნება მისთვის რო დაამტკიცოს რა შეუძლია, თორე რობერტო რო მხეცია 2 აზრი არა, ეხლა მესისთანც შეთამაშდება უკეთესად და კარგათ იყოს მერე ვიდალი