არგენტინა მესის გარეშე საკუთარ თავს აღარ ჰგავს

არგენტინა მესის გარეშე საკუთარ თავს აღარ ჰგავს

არგენტინის ეროვნული ნაკრები კაპიტნის გარეშე საკუთარ თავს აღარ ჰგავს, გუნდმა მორიგი არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. "ალბისელესტეს" ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, საშინაო არენაზე განცდილი მარცხის შემდეგ (0:1), განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" ათიანს ნაციონალური გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

"მესის გარეშე მიზნის მიღწევა რთულია. მას შეუძლია ურთულეს მომენტში მატჩის ბედისწერა შეცვალოს. მოწინააღმდეგემ ჩვენი კარის აღების პირველივე შანსი გამოიყენა. ლიონელის არყოფნით გამოწვეული სიცარიელე რომ შევავსოთ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ძალები." - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Ole.

ლიონელ მესიმ დღეს "ბარსელონასთან" ერთად ივარჯიშა. ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ლევან_ლევან
    სტუმარი [?]
    #2 13 ოქტომბერი 2016 09:37
    0
    Karoche es nacionaluri gundi axali moigonet rame? ?
    cuga
    სტუმარი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2016 23:35
    0
    დიიდიია იმიის ალბათობა რომ ჯგუფშიი ჩარჩნენ