პიკე შაკირასთან ურთიერთობაზე საუბრობს
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ჟერარ პიკემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნო ცნობილი მომღერალი შაკირა, რომელიც მისი ორი შვილის დედა გახდა.
"პირველად ჩვენ მადრიდში შევხვდით, Waka Waka-ს კლიპის გადაღებისას. მას ტელეფონის ნომერი ვთხოვე. სამხრეთ აფრიკაში ის ესპანეთის ნაკრებზე ადრე ჩაფრინდა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდა. შეტყობინება გავუგზავნე ამინდის შესახებ. ტიპური სულელური შეკითხვა, რომელზეც ჩვეულებრივად პასუხობენ - აქ ცივა, პალტო წამოიღე, მაგრამ მან მე ვრცელი ტექსტით მიპასუხა. დეტალურად მომიყვა იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება ტემპერატურა დღის განმავლობაში. ვიფიქრე რომ ეს არანორმალურია.
მიმოწერა ტურნირის მსვლელობისას გავაგრძელეთ, მაგრამ მასთან შეხვედრა ჩემპიონატის დასასრულის შემდეგ შევძელი, მაშინ როცა გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი. შაკირას ვუთხარი, რომ კიდევ შესახვედრათ თუ ფინალის მოგება იყო საჭირო, ამას გავაკეთებდი.
მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და მას მეორედ შევხვდი." - განაცხადა პიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]