რაკიტიჩი: "ნეიმარი განსაკუთრებულია"

რაკიტიჩი: "ნეიმარი განსაკუთრებულია"

კატალონიის "ბარსელონასა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი მიიჩნევს, რომ ნეიმარ და სილვა ლიონელ მესის შემდეგ საუკეთესია.

ბრაზილიელი თავდამსხმელი, "ბარსელონაში" 2013 წლის ივნისში შეუერთდა. მას შემდეგ ნეიმარმა ლა ლიგაში 59 გოლის გატანა შეძლო და ოქროს ბურთის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

"საუკეთესო ლიონელ მესია. ნეიმარი მის შემდგომ პოზიციას იკავებს. იმედია "ბარსელონა" ახალგაზრდა თავდამსხმელის გამოსასყიდ თანხას მაქსიმალურად აწევს.

24 წლის ასაკში ნეიმარმა 300 გოლის გატანა შეძლო, ის განსაკუთრებულია".

ხორვატი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ "ლივერპულში" გატარებულმა წლებმა, ლუის სუარესი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ცენტრფორვარდად აქცია. ურუგვაელი თავდამსხმელი პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. ის მერსესაიდულ კლუბს 2013-14 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა.

"ლივერპულში" გატარებული წლები, ლუისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ის განვითარდა, ერთ-ერთ საუკეთესოდ იქცა და შემდეგ "ბარსელონასკენ" გადადგა ნაბიჯი.

სუარესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ის გასახდელში კარგად იქცევა. არის გახსნილი ადამიანი და უყვარს ხუმრობა." - განაცხადა ივანმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    cesario
    სტუმარი [?]
    #1 19 ოქტომბერი 2016 14:40
    0
    ინიესტაა მესის მერე .