პაკო: "არ ვნერვიულობ"

პაკო: "არ ვნერვიულობ"

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში, პაკო ალკასერმა გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან მეტოქის კარის აღებას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ, 30 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ფეხბურთელი, გუნდის მიერ გადახდილ თანხას ვერ ამართლებს.

"არ ვნერვიულობ. "ბარსელონას" დონის გუნდში, თანაგუნდელები ყოველთვის გიქმნიან მომენტებს. გოლი მაშინ გაგაქვს, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები ამას.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა ნავსი გავტეხო. გოლების გარეშე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ".

ექსპერტები ფიქრობენ, რომ პაკო ალკასერის მშრალი სერია თუ დიდი ხნით გააგრძელდა ის "ბარსელონას" დატოვებს. ფეხბურთელი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

"არ ვფიქრობ, რომ გოლი აქ დარჩენასთან კავშირშია. ხალხს შეუძლია გამაკრიტიკოს. მე კონსტრუქტიულ კომენტარებს მივიღებ. "ბარსელონაში" თამაშისას ფეხბურთელი ზეწოლას გრძნობს. გუნდის ყველა წევრი ძალიან ბევრს მუშაობს და ყოველ დღე ვითარდება. " - დაასრულა პაკომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    giorgi bukia
    სტუმარი [?]
    #2 18 ოქტომბერი 2016 23:46
    0
    არაფერი არაა სანერვიულო სუაც მასე იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ოქტომბერი 2016 21:45
    0
    ამის მომენტები არაფერია სუარესი , ნეიმარი სანცესი დ აკიდევ ბევრი ახალწვეული რომ მაზავდა, იმასთან შედარებით, კაცს პრესეზონი არ ქონია ჩვენთან ერთად, დააცადეთ და მოიხოდება, მერე ნახავთ ყველას, როგორ ფლობს ბურთს, როგორი დინამიურია და როგორი ალღოაქვს
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly