პაკო: "სადებიუტო გოლის გატანა ძალიან მინდოდა"
"ალ აჰლის" წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ (5:3), კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა, პაკო ალკასერმა გუნდში თავისი მდგომარეობა შეაფასა და ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა.
"მოხარული ვარ იმით, რომ ახალი კლუბის მაისურით პირველი გოლი გავიტანე. ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. ლუის ენრიკემ უკვე მითხრა, რომ კარგად ვმუშაობ. იმედი მაქვს, ეს გუნდს დაეხმარება. გოლი ძალიან მჭირდებოდა. "ალ აჰლის" კარის აღება თავდაჯერებულობას შემმატებს.
ყოველ მოთამაშეს, რომელიც ახალ გუნდში მიდის, ადაპტაციისთვის დრო სჭირდება." - ციტირებს ალკასერის სიტყვებს Goal.
ალკასერი "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. პაკომ ოფიციალურ მატჩებში გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]