სუარესი: "პაკოს სამწვრთნელო შტაბი და პარტნიორები ენდობიან"
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც ახლახანს კუთვნილი "ოქროს ბუცი" მიიღო, აღნიშნა, რომ გუნდის ახალწვეულს, პაკო ალკასერს რჩევა მისცა.
"ბლაუგრანას" ცხრიანმა ესპანელს სიმშვიდის შენარჩუნება ურჩია. შეგახსენებთ, რომ ალკასერმა ჯერჯერობით კატალონიური კლუბის რიგებში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
"ალკასერს ვურჩიე, რომ არ ენერვიულა. ის გატანას აუცილებლად მოახერხებს. სათამაშო პრაქტიკა აქვს და რომელიმე დარტყმა გოლით უთუოდ დასრულდება. პაკომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. მას სამწვრთნელო შტაბი და პარტნიორები ენდობიან." - განაცხადა სუარესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]